აქლემის კუზი
აქლემის კუზი რომ მახინჯი რამაა
ზოოპარკში ხომ ნახავდით ყველა,
თუმც უფრო მახინჯი ისაა, რომელიც
უსაქმურობას ამოჰყავს ხელად.
ბავშვი თუ მოზრდილი - ყვე-ე-ლა
უსაქმურობით ხე-ე-ლად
იშოვის კუზს -
აქლემის კუზს
მოსაშორებელს ძნელად!
დილით რომ ვიღვიძებთ ოხვრით და ბუზღუნით
უკმაყოფილო ხმით,
ვკანკალებთ, ვწუწუნებთ შხაპის დანახვაზე
სათამოშოებსაც ვყრით,
ჩემთან, ერთ კუთხეში - ბნელა
(შენც გაქვს ეგეთი - ნელა!)
ვიშოვით კუზს-
აქლემის კუზს
მოსაშორებელს ძნელად!
ამ ჭირის წამალი არაა უქმობა
არც წიგნის ფურცვლაა სქელის
მას ბარაქიანი თოხის ქნევისგან
მოგვრილი ოფლი შველის.
მაშინ მიხვდები, რომ მზემ და ქარმა,
და ოჩოპინტრემ ხელად
გააქრეს კუზი
მახინჯი კუზი
მოსაშორებელი ძნელად!
შენსავით მეც და ყვე-ე-ლა
უსაქმურობით ხე-ე-ლად
ვშოულობთ კუზს -
აქლემის კუზს -
მოსაშორებელს ძნელად!
აქლემის კუზი
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment