დონი და მაგდალენა

არ მინახავს ბრაზილია,
არც ტალღები ამაზონის
თუმცა იქით ხშირად ცურავს
"მაგდალენა," ანდა "დონი."

თეთრ-ოქროსფერი გემები
საუთჰემპტონის  პორტიდან
კვირაში ერთხელ, რიოში,
მითუხთუხებენ რიოში,
მეც ძალიან მინდა რიოში,
ვიდრე სიბერე მოვიდა.

დიდკოპლება იაგუარი,
ონავარი არმადილო -
კუ თუ ზღარბი ჯავშნიანი?
ვეჭვობ, ოდესმე ვიხილო,

თუ არ გავწიე რიოში
საუთჰემპტონის პორტიდან
თუხთუხ - თუხთუხით რიოში
მართლაც და ზღაპრულ რიოში
ეჰ, როგორ მინდა რიოში,
ვიდრე სიბერე მოვიდა.

No comments:

Post a Comment