ექვსი ერთგული მსახური მომდის,
ვერ დააკავებ შინ.
სახელად ჰქვიათ რა, სად და როდის,
როგორ, რატომ და ვინ.
მათგან ვისწავლე, რაც კი რამ ვიცი,
სერავენ ხმელეთს და ზღვას,
თუმცა დროდადრო ვასვენებ, რადგან
ამ დროს საქმე მაქვს სხვა.
მაგრამ თავისი აქვს ყველას წესი;
ერთ პაწაწინა ქალს
ათი მილიონი მსახური ჰყავს და
ათივეს აძრობს ტყავს.
რის დასვენება - დაარბენინებს,
ახელს თუ არა თვალს
ერთ მილიონ რატომს, ორ მილიონ როგორს
და შვიდ მილიონ რას
No comments:
Post a Comment